საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მეგის ქარდავა. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის თანახამად საქმე ეხებოდა 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის სამისტროს ბუღალტერიიდან 60 ათასი ლარის გატანას, “სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების” ფარგლებში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორამციით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ მეგის ქარდავამ “ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა”.
ბრალების თანახმად ეს თანხა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ მეგის ქარდავას მიერ “მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა”.
შესაბამისად სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავდე ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას გულისხმობს ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სასამართლომ მეგის ქარდავას 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით.
მეგის ქარდავას, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-7 დაწესებულების ყოფილ დირექტორის მიმართ მიმდინარე წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს “ციხის ბუნტის საქმეში” ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით. მოსამართლემ მეგის ქარდავას “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მეგის ქარდავა მრავალი წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. მსჯავრდებულის ექსტრადირება საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა
მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.