Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • ლონდონი უარყოფს ტრამპის გუნდის ბრალდებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე
  • მსოფლიო

ლონდონი უარყოფს ტრამპის გუნდის ბრალდებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე

NewsGeorgia October 23, 2024
ლონდონი უარყოფს ტრამპის გუნდის ბრალდებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 23 ოქტომბერს უარყო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდის მიერ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს ამერიკის არჩევნებში „უხეშ საგარეო ჩარევაში” სდებს ბრალს და ამ საკითხს საარჩევნო კომისიაში ასაჩივრებს.

სტარმერის თქმით, მისი თანაპარტიელების მხრიდან ამერიკულ საარჩევნო კამპანიაში მოხალისედ ყოფნა დასაშვებია. ის ასევე აცხადებს, რომ ინარჩუნებს “კარგ ურთიერთობას” დონალდ ტრამპთან, რომელსაც გასულ თვეში შეხვდა.

ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფმა საჩივარი შეერთებული შტატების ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის ოპონენტის, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ მიიღო „უკანონო შენატანი”, რომელიც მას “ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შესთავაზეს”.

საჩივარი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელ ლეიბორისტთა ოფიციალური პირები, რომელთა შორის სტარმერის შტაბის უფროსი მორგან მაკსვინიც არის, შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და ჰარისის საარჩევნო კამპანიას რეკომენდაციები მისცეს. საჩივარში ასევე მოყვანილია ლეიბორისტული პარტიის ოპერაციების დირექტორის, სოფია პატელის უკვე წაშლილი განცხადება “ლინკდინზე”, სადაც ის მოხალისეებს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამგზავრებისკენ მოუწოდებს და მათ იქ დაბინავებაში ხელშეწყობას ჰპირდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შერთებული შტატების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, მოხალისეობრივ საფუძველზე.

სტარმერმა წყნარი ოკეანის კუნძულ სამოაზე ყოფნის დროს, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის პარტიას ცუდი არაფერი ჩაუდენია და რომ მოხალისეებმა საკუთარი ხარჯები თავად გადაიხადეს. „ლეიბორისტულ პარტიას ჰყავს მოხალისეები, რომლებმაც მონაწილეობა თითქმის ყველა არჩევნებში მიიღეს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ”ისინი ამას აკეთებენ თავისუფალ დროს, როგორც მოხალისეები”.

მან ასევე უარყო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან, თუკი ამერიკის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი გაიმარჯვებს. სტარმერის თქმით, მას „კარგი ურთიერთობა“ ჩამოუყალიბდა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, როცა მას გასულ თვეში, ნიუ-იორკში გამართულ ორსაათიან ვახშამზე შეხვდა.

Tags: 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ აშშ-ის არჩევნები 2024 ახალი ამბები ბრიტანეთი გაერთიანებული სამეფო დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპი - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი კამალა ჰარისი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კირ სტარმერი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რესპუბლიკური პარტია

Continue Reading

Previous: BRICS-ის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში უკრაინის ომი ერთხელაა ნახსენები, ისიც – ბუნდოვნად
Next: ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მართავს

კავშირშია

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის
  • მსოფლიო

რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში
  • მსოფლიო

ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი, მაკრონი, მეცოლა – კობახიძის ხანმოკლე შეხვედრები და საუბრები ალბანეთში

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა? შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?
  • მსოფლიო

შეუძლია აშშ-ის ტარიფებს უკრაინის იარაღის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა?

საინტერესო

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ
  • ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ლატვია და ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე
  • ახალი ამბები

შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ
  • ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თავს დაესხნენ

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი
  • ახალი ამბები

მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.