„შატო მუხრანში” გაიმართა ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის საზეიმო დაჯილდოება. ჟიურიმ ათ ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის, წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა” ორ ავტორს გადაეცა.
2023 წელს „საბას” გამარჯვებულები არიან:
- წლის საუკეთესო რომანი:
ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
- გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის „საბა”:
გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო პიესა:
ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:
დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)
- ჟიურიმ მესამედ გამოავლინა გამარჯვებულები ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ თანამშრომლობით გაიცა.
ელზა გურგენიძე – „ზაოდი“
ლევან ბერძენიშვილი – „ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“
- „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის” ლიტერატურული პრემია „საბას” სპეციალური ჯილდო:
ნატა ლომოური
- ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა” გადაეცა მთარგმნელ ელზა ახვლედიანს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია `საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც თიბისი გამოყოფს.