Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • კრემლი უკრაინაში სწრაფ წინსვლაზე საუბრობს და კიევთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს
  • ახალი ამბები

კრემლი უკრაინაში სწრაფ წინსვლაზე საუბრობს და კიევთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

NewsGeorgia September 10, 2024
კრემლი უკრაინაში სწრაფ წინსვლაზე საუბრობს და კიევთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს



რუსეთის ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში რუსულმა ჯარებმა უკრაინის მიწაზე სწრაფი წინსვლა მოახერხეს. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბრის პირველ რვა დღეში, კრემლის ინფორმაციით რუსეთმა შეძლო დონბასის ტერიტორიის 1000 კვადრატული კილომეტრის დამატებით ოკუპაცია. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიების მეხუთედზე აქვს კონტროლი მოპოვებული.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით ახლა რუსეთის მიზანია კონტროლი მოიპოვოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ პოკროვსკაში და გაარღვიოს უკრაინის თავდაცვითი ხაზი.

სერგეი შოიგუ, რომელმაც ინტერვიუ რუსულ სამთავრობო ტელევიზიებს მისცა ამბობს, რომ კრემლი არ გეგმავს კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას მანამ, სანამ ერთი უკრაინელი სამხედრო მაინც იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე. შოიგუ ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ამ შემთხვევაში საუბრობს უკრაინული ძალების რუსეთის მიწაზე შეჭრის შესახებ, რომელიც აგვისტოში დაიწყო და ამ დრისთვის უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში ათობით სოფელს აკონტროლებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალებისთვის მიმართულების შეცვლა იყო. თუმცა როგორც ჩანს კრემლი სხვა ტაქტიკას მიჰყვება.

რუსეთმა ომი უკრაინაში, რომელსაც კრემლში „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ, 2022 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

Tags: ამბობს ახალი ამბები ბრძოლები კურსკში და დონბასის რეგიონი კიევთან კიევი კრემლი კურსკი მოლაპარაკებებზე მოსკოვი ომი უკრაინაში რუსეთ უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის ომი უკრაინაში საუბრობს სერგეი შოიგუ სწრაფ უარს უკრაინა უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის შეჭრა რუსეთის მიწაზე წინსვლაზე

Continue Reading

Previous: მხოლოდ რუსული იქნება მშობლიური ენა – იმპერიული მიდგომა ენების მიმართ
Next: როგორ აირჩევა მომავალი პრეზიდენტი?

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.