Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვა უკრაინული რაკეტის შეცდომით გაშვებას მოჰყვა-NYT

NewsGeorgia September 19, 2023
კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვა უკრაინული რაკეტის შეცდომით გაშვებას მოჰყვა-NYT



6 სექტემბერს, დონეცკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მომხდარი თავდასხმა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკიდან“ უკრაინული რაკეტის არასწორი გაშვების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ New York Times-ი წერს, რომელიც ეყრდნობა რაკეტის ფრაგმენტების ანალიზს, სატელიტურ სურათებს, თვითმხილველთა განცხადებებს და სოციალურ ქსელების პოსტებს.

დონეცკის რაიონის ქალაქ კონსტანტინოვკის ბაზარი ექვს სექტემბერს დაიბომბა. რაკეტის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ტრაგედიიდან ორი საათის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარში პირდაპირ რუსეთი დაადანაშაულა.

NYT-ი მივიდა დასკვნამდე, რომ რაკეტის გაშვების დროს შეცდომა სავარაუდოდ კონსტანტინოვკის გარეუბანში განვითარებული ბრძოლის ფონზე მოხდა. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინელმა სამხედროებმა ორი „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა გაუშვეს რუსეთის ფრონტის ხაზის მიმართულებით დრუჟოვკიდან, რომელიც კონსტანტინოვკადან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარეობს. აფეთქებების ხმა გაიგეს The Times-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც დრუჟკოვკაში იმყოფებოდნენ. 14: 00 საათზე პირველი რაკეტის სტარტის ხმა გაისმა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი – მეორის. პირველი რაკეტის გაშვების ხმა, ერთ-ერთმა რეპორტიორმა, ხმოვან შეტყობინებაში შემთხვევით ჩაწერა.

დრუჟკოვკიდან რაკეტების რუსეთის ფრონტის ხაზის მიმართულებით გაშვების შესახებ NYT-ს ასევე რამდენიმე თვითმხილველმაც უამბო. ერთ-ერთი მათგანი ირწმუნებოდა, რომ გაშვება განხორციელდა ქალაქის გარეუბნიდან, სადაც განთავსებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა. NYT-ის ჟურნალისტებმა იქ აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების ცოტახნის წინანდელი ყოფნის კვალი: სანგრები, ნაგვის ორმოები და მუხლუხების კვალი.

ინციდენტიდან მეორე დღეს, „ბილდის“ მიმომხილველმა იულიან რეპკემ, რაკეტის დარტყმის ამსახველი ვიდეოს შესწავლის შემდეგ ივარაუდა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოფრინდა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ მიაღწია Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი, სამხედრო ანალიტიკოსი, რუსლან ლევიევი. მისი ვარაუდით, რაკეტა უკრაინულმა თვითმფრინავმა გაისროლა, რასაც ლევიევმა “ტრაგიკული შემთხვევითობა” უწოდა

რუსეთს ამ დასკვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაბომბვიდან მალევე თქვა, რომ კიევი არ გამოიძიებს კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვას, რადგან უკრაინისთვის “ყველაფერი აშკარაა”, რომ ეს არის “რუსეთის ფედერაციის მორიგი სარაკეტო დარტყმა.

“შეკითხვებს აჩენს ის, რასაც აკეთებს [რუსლან] ლევიევი, რასაც Bild-ი აკეთებს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა, რომელმაც დასძინა, რომ რაკეტა იყო რუსული და რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან გაისროლეს.

Tags: ახალი ამბები ბაზრის გაშვებას დაბომბვა კონსტანტინოვკის მოჰყვაNYT რაკეტის უკრაინული შეცდომით

Continue Reading

Previous: Reuters: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს
Next: რა იყიდა და რა გაყიდა საქართველომ – მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და აშშ-ია

კავშირშია

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

საინტერესო

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება
  • ახალი ამბები

ერევნის თანახმად ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.