
6,3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ავღანეთის დასავლეთის ჰერათის პროვინციაში, სადაც გასული კვირის მიწისძვრას 2500 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის მიწისძვრის სამეთვალყურეო სამსახურის თანახმად, 15 ოქტომბრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო პროვინციის დედაქალაქ ჰერათიდან 30 კილომეტრში.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაღუპულია სულ მცირე, ერთი ადამიანი, დაშავდა 35 პირი.
გასულ შაბათ-კვირას მომხდარი მიწისძვრის დროს, რომელსაც შემდგომ არაერთი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა, მედიის ინფორმაციით, 2500 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს საგანგებო-სამაშველო სამსახურის მონაცემებით, დაღუპულების რიცხვი ათასია.
7 ოქტომბრის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა რამდენიმე სოფელი. გაეროს ცნობით, დაღუპულთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.