Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

კახეთში აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

NewsGeorgia May 21, 2023
კახეთში აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს, აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონულ სასამართლოებში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაკავებულთა ნაწილის ადვოკატმა, ბაადურ გულიაშვილმა განუცხადა. ის ახლა გურჯაანის სასამართლოში იმყოფება, თუმცა დაზუსტებით არ ეუბნებიან როდის დაიწყება პროცესი.

“როგორც მითხრეს, დაკავებულების ნაწილი ორი საათის წინ თელავიდან და საგარეჯოდან წამოიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მე ადგილზე ვარ და ჯერ არვინ მოუყვანიათ”, – თქვა ადვოკატმა.

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეო ზირაქაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზოგ მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

“ეს დაზიანებები მიღებული აქვთ დაკავების პროცესში. მშვიდობიანი პროტესტი იყო და დაკავება შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ძალის გადამეტებით”, – თქვა ზირაქაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ 19 პირი იყო დაკავებული. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება 18 მათგანი. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს. ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 25 მაისისთვის გადაიდო.

20 მაისის აქციების დროს ერთ-ერთი ბოლო ვინც დააკავეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავაა. ლაშა იმ დროს დააკავეს, როდესაც საგარეჯოს პოლიციასთან სხვა დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

საგარეჯოს გარდა დაკავებულები იმყოფებიან გურჯაანის და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. მხოლოდ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა არიან გადაყვანილი ზაჰესში. მათი პროცესი თელავში გაიმართება.

საპროტესტო აქციისას დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

Tags: აქციის ახალი ამბები გაიმართება დაკავებულთა დროს დღეს კახეთში პროცესები სასამართლო

Continue Reading

Previous: გვიან ღამით საგარეჯოს პოლიციასთან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა დააკავეს
Next: მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან – სააგენტო

კავშირშია

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

საინტერესო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი
  • ახალი ამბები

სავარაუდოდ, დაიღუპა არსენ ფიცხელაური – კახოვკის ჰესის აფეთქებაში ეჭვმიტანილი

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.