ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული „ჰელენ ჰეისის“ საუკეთესო ქორეოგრაფის პრესტიჟული ნომინაცია, ირინა ციქურიშვილმა წელს ორი სხვადასხვა სპექტაკლისთვის მიიღო. მეუღლე, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად, „სინეტიკის თეატრის“ დამფუძნებელ წყვილს, ვაშინგტონში უკვე 90-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.