Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიო

ირანი და რუსეთი კასპიის ზღვის გასწვრივ რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობენ

NewsGeorgia May 17, 2023
ირანი და რუსეთი კასპიის ზღვის გასწვრივ რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობენ



ირანის სარკინიგზო ხაზის დაფინანსებისა და მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ირანელი კოლეგა, ებრაჰიმ რაისი ოთხშაბათს, ვირტუალურად დაესწრნენ.

რაშტ-ასტარას რკინიგზა, რომელიც მიზნად ინდოეთის, ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების სარკინიგზო და საზღვაო გზით დაკავშირებას ისახავს, ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფანში მნიშვნელოვან რგოლად განიხილება. მოსკოვი აცხადებს, რომ მარშრუტს, შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სუეცის არხს, როგორც მთავარ გლობალურ სავაჭრო გზას.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის უნიკალური სატრანსპორტო არტერია, რომლის ნაწილიც რაშტ-ასტარას რკინიგზა გახდება, ხელს შეუწყობს გლობალური სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვნად დივერსიფიკაციას“, – თქვა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ კასპიის ზღვის სანაპიროზე, 162 კმ სიგრძის რკინიგზა, ბალტიის ზღვის რუსულ პორტებს ირანულ პორტებთან დააკავშირებს, ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურეში.

„ეჭვგარეშეა, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯია, თეირანისა და მოსკოვის თანამშრომლობის მიმართულებით“, – განაცხადა რაისმა.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი და ირანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ.

ირანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ახლო აღმოსავლეთში მისი როლის გამო, ეკონომიკური სანქციების სამიზნეა. სანქციები დაწესებულია ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ხოლო რუსეთს, დასავლეთმა სანქციები გაუფართოვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

Tags: ახალი ამბები ეკონომიკა თანამშრომლობა თეირანი ირანი კასპიის ზღვა მოსკოვი მსოფლიო რკინიგზა

Continue Reading

Previous: დიდი შვიდეული რუსეთის და ჩინეთის შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელებს
Next: სარკოზის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკამაყოფილა

კავშირშია

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა
  • მსოფლიო

ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემა

დატოვებს თუ არა იტალია ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივას დატოვებს თუ არა იტალია ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივას
  • მსოფლიო

დატოვებს თუ არა იტალია ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივას

საინტერესო

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს
  • ახალი ამბები

ბრიტანეთმა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე
  • ახალი ამბები

ყარაბაღი დატოვა სომხების უმრავლესობამ, ეთნიკური წმენდის შიშის ფონზე

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა
  • საქართველო

იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლს ნგრევა დროებით შეჩერდა

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
  • ახალი ამბები

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.