Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს
  • ახალი ამბები

ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

NewsGeorgia September 19, 2024
ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს



ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ახალი დეტალებით შეავსეს ამ ზაფხულს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ირანი ცდილობს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ(FBI), ნაციონალური დაზვერვის ბიურომ(DNI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ(CISA) 18 სექტემბერს განაცხადეს, რომ ირანელმა ჰაკერებმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს მოჰპარეს ინფორმაცია და ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შტაბს.

საუბარია 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდზე, როცა ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა.

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ბაიდენის შტაბის არცერთ თანამშრომელს საეჭვო ელექტრონულ წერილებზე პასუხი არ გაუცია. გამოძიების თანახმად, ივნისის დასაწყისიდან ირანელი ჰაკერები ტრამპის შტაბისთვის მოპარულ ინფორმაციას უგზავნიდნენ ამერიკულ მედიასაშუალებებსაც. ინფორმაციის შინაარსს სამართალდამცავები არ ასახელებენ.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სპეცსამსახურების განცხადება შეაფასა იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ ირანი დემოკრატიული პარტიის დასახმარებლად აქტიურად ერევა საარჩევნო პროცესში.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის მორგან ფინკელშტეინის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერაციის შესახებ პირველივე ცნობის მიღების შემდეგ სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

კიბერშეტევა 2024 წლის აგვისტოშიც იყო ტრამპის და ჰარისის საარჩევნო შტაბებზე. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, ნაციონალური დაზვერვის ბიურომ და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ 19 აგვისტოს განაცხადეს, რომ ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიმჩნევა ირანის სულ უფრო აგრესიული აქტიურობა, კერძოდ, ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გავლენის ოპერაცია და საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები.

ირანის ხელისუფლება კიბერთავდასხმებთან კავშირს უარყოფს.

Tags: არჩევნებში ჩარევა აშშ-ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ამბები ბაიდენი ბაიდენის გაუგზავნეს ინფორმაცია ირანელი ჰაკერები ირანელმა ირანი მოპარული ტრამპი ტრამპის შტაბიდან შტაბს ჰაკერებმა

Continue Reading

Previous: დაკავებულია კესარია აბრამიძის სავარაუდო მკვლელი
Next: შსს ადასტურებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.