ირანელმა რეჟისორი, ჯაფარ ფანაჰი ირანიდან გაემგზავრა 14 წლიანი აკრძალვის შემდეგ, განაცხადა 26 აპრილს მისმა ადვოკატმა.
62 წლის კინორეჟისორმა, რომლის ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვეს, თებერვალში დატოვა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ. მანამდე მან შვიდი თვე გაატარა ციხეში.
„მას მერე, რაც სასჯელი მოიხადა, ფანაჰის ნება დართეს დაეტოვებინა ქვეყანა და დაიბრუნა თავისი პასპორტი,“ – უთხრა AFP-ს რეჟისორის ადვოკატმა, რომელმაც განმარტა, რომ ფანაჰი საფრანგეთში წავიდა შვილის მოსანახულებლად“.
ფანაჰის ცოლმა გაავრცელა ფოტო, რომელიც აეროპორტშია გადაღებული და რომელზეც გამოსახული წყვილი ბედნიერი ჩანან.