Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
  • კულტურა

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

NewsGeorgia June 11, 2024
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა



ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა.

უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს.

წიგნს თან ერთვოდა მისი კოლოფონი (ცნობები ავტორის, მთარგმნელის, წიგნის შესახებ), სადაც წერია: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“; „თქვენს წმინდა ლოცვებში მომიხსენეთ ცოდვილი იოანე“. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი ის კერძო კოლექციაში მოხვდა.

ბერი იოანე ზოსიმე ცნობილია, როგორც ავტორი ტექსტისა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, აქედან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდა, ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იოანე ზოსიმე იყო როგორც მთარგმნელი და გადამწერი, ასევე ამკინძველიც და მომხატველიც.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი ამბობს, რომ იოანე ზოსიმეში თავს იყრიდა ყველა უნარი, რაც კი წიგნის შექმნისთვის იყო საჭირო.

„სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში მისი არცერთი ხელნაწერი არ ინახება. ძირითადად ისინი თავმოყრილია სინას მთაზე. XIX-XX საუკუნეებში, როდესაც ხელნაწერების მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ხელნაწერი გაიტანეს, მათ შორის ქართულიც.

დღეს იოანე ზოსიმეს გადაწერილი ტექსტები, სრულად თუ ფრაგმენტულად, უამრავ ქვეყანაში ინახება. ერთადერთი, სადაც არაფერი არ გვაქვს, საქართველოა, – ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, – გარდა იმისა, რომ ეს წიგნი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი, საყურადღებოა ის ტექსტიც, რომელიც ქვედა ფენაში იკითხება. მისი გაშიფვრა და შესწავლა ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხელნაწერი, რამდენადაც ვიცი, მამათა სწავლებებს გადმოსცემს, მაგრამ რა ტექსტიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ღირსების ამბავია სახელმწიფოსთვის, იოანე ზოსიმეს ერთი ტექსტი მაინც ინახებოდეს საქართველოში“.

აუქციონი ლონდონში, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყო. ხელნაწერი მეოთხე ლოტად იყო გამოტანილი და მალევე გაიყიდა.

Tags: აუქციონი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კულტურა ქართული ხელნაწერი

Continue Reading

Previous: რუსეთი: ირანთან შეთანხმების გზაზე „ძირითადად პროცედურული საკითხები“ დგას
Next: „საგანგაშოა მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები“ – იოსელიანი ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

კავშირშია

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან
  • კულტურა

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“ დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“
  • კულტურა

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები
  • კულტურა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

საინტერესო

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად
  • ახალი ამბები

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი
  • ახალი ამბები

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით
  • ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც „ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც
  • ახალი ამბები

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.