რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გაიმარჯა ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ამომრჩეველთა 52, 41% მიიმხრო, განაცხადა თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იერენმა 28 მაისის საღამოს, რაც შემდეგადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად გახდა ცნობილი.
ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა, განაცხადა იენერმა. მისი თქმით, კანდიდატებს შორის ორი მილიონი ხმის განსხვავებაა და დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ საბოლოო შედეგი ვეღარ შეიცვლება.
არჩევნების პირველი ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5% მიემხრო, ქილიჩდაროღლუს – 45%.