
სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდა,ვერ მიიღო ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრენისს ნებართვა.
პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ მან დააკავა თვითმფრინავი, რადგან მცველები ცდილობდნენ 12 (სხვა წყაროების თანახმად, 13) ყუთი იარაღის გადატვირთვას. შედეგად, პოლონელმა მებაჟეებმა დაცვის წევრებს თვითმფრინავის დატოვების საშუალება არავის მისცეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე იყო საშიში მასალები, რომელთა იმპორტისთვის სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს ნებართვა არ ჰქონდათ. რა სახის მასალები იყო ისინი არ არის მითითებული.
სამხრეთ აფრიკული პორტალის News24-ის ინფორმაციით, ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა. ის აეროპორტში ერთ დღეზე მეტ ხანს იყო დაბლოკილი, რის შემდეგაც პრეტორიაში დაბრუნება მოუწია. ბორტზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს.
რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩავიდა. მისი გარემოცვის წევრების ვარაუდობდნენ, რომ რამაფოსას მცველები სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე კიევსა და პეტერბურგში წავიდოდნენ და იქ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას.
სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, 16 ივნისს უკრაინაში იმყოფებოდა, დღეს კი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც აფრიკის ქვეყნების- ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს არა დასრულებას, არამედ მხოლოდ ომის გაყინვას.