Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა
  • ახალი ამბები

თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა

NewsGeorgia February 5, 2025
თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა



ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

მათი საუბრის თემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეთავაზების ფონზე, პალესტინელები სამუდამოდ გადაასახლონ ომის შედეგად დაზარალებული ღაზის სექტორიდან, პალესტინელთა ტერიტორიიდან.

„ვისურვებდი, რომ მათთვის გაგვეკეთებინა რაღაც სასიამოვნო, რაღაც კარგი, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდეთ “, – თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას. “რისთვის უნდა სურდეთ უკან დაბრუნება? იქ ჯოჯოხეთია,”- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინელების და ღაზის სექტორის შესახებ, სადაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე ომის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა და შენობების 90 პროცენტი დანგრეულია.

ტრამპმა ადრე თქვა, რომ პალესტინელებს „მოეწონებათ“ მისი გეგმა ღაზის სექტორიდან მათი გადაყვანის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტესა და იორდანიაში, გადასახლების შესახებ. ტრამპმა 4 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პალესტინელების სამუდამოდ გადასახლებას ღაზიდან იმ ადგილებში, სადაც მათ ძალადობის მიმართ შიშის გარეშე შეეძლებათ ცხოვრება. ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს უთხრა, რომ ის და მისი გუნდი განიხილავენ პალესტინელების განსახლების შესაძლებლობას იორდანიასთან, ეგვიპტესთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

ტრამპის თქმით, მას სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს “სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ მოკლავენ“.

ტრამპი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) შორის ცეცხლის შეწყვეტას მიიწერს 15 თვეზე მეტი ბრძოლისა და დაბომბვის შემდეგ და სავარაუდოდ, მოუწოდებდა ნეთანიაჰუს გადასულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

როდესაც AFP-მა ჰკითხა, რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლის თაობაზე, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „შეეცდებიან“.

“ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. როდესაც ისრაელი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ, მე და პრეზიდენტი ტრამპი ერთად ვმუშაობთ, შანსები ბევრად იზრდება”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ეგვიპტემ და იორდანიამ კატეგორიულად უარყვეს ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზიდან გადასახლების შესახებ. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზის სექტორის მცხოვრებლებმა.

ისრაელმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააგზავნა ჯგუფი შუამავალ კატარში, რათა განიხილონ შეთანხმების მეორე ეტაპი. ჰამასმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის, რომ ყურადღება გამახვილდა “თავშესაფარზე, დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე”.

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში, ჰამასმა და ისრაელმა დაიწყეს ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლა ისრაელის საპატიმროში მყოფ პალესტინელებზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის არეალზე, რის დროსაც 250 მძევალი გაიტაცეს. მათგან 76 ჯერ კიდევ პალესტინელთა ტერიტორიაზეა, ხოლო 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია, წერს AFP-ი.

ვაშინგტონის შეხვედრის თემაა ასევე ირანი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და ლიბანის ჰეზბოლას მოძრაობას. 4 თებერვლის შეხვედრის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით განახლდება, „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ირანის მიმართ.

AFP-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 19 იანვარს, ისრაელმა დაიწყო საომარი ოპერაცია პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რეგიონში.

Tags: ახალი ამბები გაიმართა და თეთრ ნეთანიაჰუს სახლში ტრამპისა შეხვედრა

Continue Reading

Previous: რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად ტრიბუნალი გაზაფხულისთვის შეიქმნება ევროპის საბჭოს ჩარჩოებში
Next: იზიუმში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 55

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.