Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ზელენსკი: საქართველოში დღეს რუსეთმა გაიმარჯვა
  • ახალი ამბები

ზელენსკი: საქართველოში დღეს რუსეთმა გაიმარჯვა

NewsGeorgia October 31, 2024
ზელენსკი: საქართველოში დღეს რუსეთმა გაიმარჯვა



უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ვინაიდან ქვეყანამ აირჩია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა და არა გზა ევროკავშირში“, – ამის შესახებ ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთმა ჯერ ქვეყნის ტერიტორიები წაიღო, შემდეგ კი – შეცვალა პოლიტიკა და მთავრობა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. თავიდან მათ წაიღეს საქართველოს ნაწილი, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა იქ პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიცია. არავითარი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსი საქართველოში. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირისკენ არსვლაა. მათ შეცვალეს პოზიცია, რუსეთმა დღეს გაიმარჯვა, მათ წაიღეს საქართველოს თავისუფლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოლდოვაში არსებული ვითარების შეფასებისას მან თქვა, რომ „რუსეთი იმავე მიმართულებით მიდის“.

„ნახეთ, რუსეთი მიდის იმავე გზით, მათ იმავეს გაკეთება სურთ და იზამენ კიდეც, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე. თუ ისინი ამას არ შეწყვეტენ და განაგრძობენ ამ რიტორიკას, ორ წელიწადში მოლდოვასაც დაკარგავენ“, – თქვა ზელენსკიმ და უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უფრო დიდი ვართ, ამაშია ჩვენსა და საქართველოს შორის განსხვავება – ჩვენ საკმაოდ დიდი ვართ, ჩვენი მოსახლეობა მეტია, მეტი კაცია, ვისაც არ სურდა რუსობა“, – თქვა ზელენსკიმ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. „ქართული ოცნება” ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი.

Tags: “საპარლამენტო არჩევნები” არჩევნები არჩევნების შედეგები ახალი ამბები გაიმარჯვა დღეს ზელენსკი რუსეთმა საქართველოში

Continue Reading

Previous: კიევი რუსული დრონების სამიზნეა
Next: “დარღვევების გამოძიება, დისკრიმინაციული კანონების გაუქმება” – ბორელი ევროკავშირთან დაახლოების გზებზე საუბრობს

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.