
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მოუწოდა სახელმწიფოებს, შეუერთდნენ უკრაინის წინადადებას „მშვიდობის ფორმულის“ სამიტის მომზადების შესახებ.
ზელენსკიმ თავის გამოსვლაში გაიხსენა, რომ გასულ წელს, ჯერ გენერალურ ასამბლეაზე, შემდეგ კი G20-ის სამიტზე, მან ზოგადად წარმოადგინა უკრაინული „მშვიდობის ფორმულა“, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზა: “გასული წლის განმავლობაში, „მშვიდობის ფორმულა“ გახდა საფუძველი უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის განახლებისთვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაცოცხლოთ გაეროს წესდება და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის სრული ძალის გარანტია ვიქონიოთ,“ – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ „მშვიდობის ფორმულას“ მთლიანად ან ნაწილობრივ დაუჭირა მხარი 140-ზე მეტმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ და მისი დებულებები შეიძლება გახდეს მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასრულების საფუძველი.
ჩვენ ვამზადებთ „გლობალურ სამშვიდობო“ სამიტს. გეპატიჟებით ყველას – ყველას, ვინც არ შეურიგდება არანაირ აგრესიას – ერთად მოვემზადოთ სამიტისთვის“, თქვა ნიუ-იორკში ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ნიუ-იორკში სტუმრობისას შეხვედრა ექნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ასევე დაგეგმილის მისი საუბარი აშშ-ის კონგრესის წევრებთან.