Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • კულტურა
  • ზაალ სამადაშვილი – „სხვა სურვილებით და სხვა მიზნებით“
  • კულტურა

ზაალ სამადაშვილი – „სხვა სურვილებით და სხვა მიზნებით“

NewsGeorgia November 5, 2024
ზაალ სამადაშვილი – „სხვა სურვილებით და სხვა მიზნებით“



„ბოლოს რომ გადავეყარე და ვკითხე, სად ხარ ახლა-მეთქი, შვილიშვილთან ვარო, – მიპასუხა. ისედაც მუდამ ანთებული თვალები კიდევ უფრო აენთო. ადრე უფრო ხშირად ვხედავდით ერთმანეთს. ისიც რედაქტორი იყო და მეც, და გვქონდა ამიტომ საერთო, ჩვენს რედაქტორულ ამბებს გავუზიარებდით ხოლმე ერთმანეთს… შინაგან სიმშვიდეს ასხივებდა მუდამ. არასდროს მინახავს ოდნავ მაინც წყობიდან გამოსული. თავდაჭერილობა და სითბო მასში ჰარმონიას ქმნიდა. მეგობარი არ იყო, მაგრამ მეგობრული იყო… უცნაური ღიმილი ჰქონდა. რომ იღიმოდა, თითქოს ტუჩის კუთხე ოდნავ უთრთოდა. ლაპარაკისასაც. მაგრამ ლაპარაკს ხომ ღიმილი მუდამ თან სდევდა… რა ვიცი, მე ასეთი მემახსოვრება ზალიკო სამადაშვილი. ნათელი დაადგეს ისედაც ნათელ ადამიანს“, – ასე გამოეხმაურა მწერალი შოთა იათაშვილი ზაალ სამადაშვილის გარდაცვალებას.

ზაალ სამადაშვილი პროზაიკოსი იყო, ძირითადად მოთხრობებს წერდა. 2016 წელს წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის, „იუნკერ ერისთავის ბუცები“, პრემია „საბა“ მიენიჭა.

მას ეკუთვნის წიგნები: „გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით“, „როგორც ძველ იტალიურ ფილმებში“, „ალი გამურულ შუშაში“, „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“, „როგორ უყვარდათ ერთმანეთი“, „სანდრო კანდელაკის ჩექმა“, „მოთხრობები ბიჭებისთვის“.

„ჯარი იდგა ქალაქის განაპირას, ადრე ჩვენების, ახლა – რუსების. იმ რუსების, სამი წლის წინ კალიებივით რომ მოედნენ მთელ ქვეყანას და ყველგან, მათ შორის ყაზარმებზეც, თავიანთი დროშები ააფრიალეს“, – ზაალ სამადაშვილის ეს მოთხრობა „შეფიცულებზეა“, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვიან. მოთხრობის ბოლოს წერს: – „ნეტავ თუ იმახსოვრებენ და იაზრებენ ადამიანები იმ დღეს, რომლის დადგომისა და ჩავლის შემდეგ მათი ცხოვრება სხვანაირად გრძელდება, მომდევნო კვირები, თვეები და წლები სხვა ელფერს იძენს, სხვა სურვილებით და სხვა მიზნებით ივსება…“

„ზალიკოს მწერლობასთან თანდათან მივედი. ადრე ჟურნალ „ქომაგში“ რომ ვიბეჭდებოდი, ზალიკო ჩემი რედაქტორი იყო. ვკითხულობდი, მაგრამ ფრაგმენტულად. აღვიქვამდი, როგორც ცალკეულ მოთხრობებს – რეზო ინანიშვილის, ნუგზარ შატაიძის სტილის გაგრძელებას. მერე, კოვიდის დროს ქართული ლიტერატურა ხელმეორედ გადავიკითხე, მათ შორის სამადაშვილის სამი წიგნი და დავინახე, რომ ერთ მთლიან წიგნს წერს. მგონია, ზაალ სამადაშვილის მწერლობა ჯერ კიდევ არ არის კარგად გააზრებული“, – ამბობს მწერალი დავით ქართველიშვილი.

ზაალ სამადაშვილს ჰქონდა კლუბი, სადაც ბავშვებს წიგნებს უკითხავდა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობამ მის პროზას კიდევ სხვა ნათელი შესძინა.

„ზალიკოს პროზაში მომწონს ის, რომ მისი გმირები პიროვნებები და ობიექტები არიან, მაგალითად, ნახატი, ან ქალაქის შენობა. თავადაც დადებდა ხოლმე ონლაინ იმ შენობის ფოტოს, რომელზეც მოთხრობა ჰქონდა დაწერილი. კიდევ აქვს სიზმრების ციკლი, რომელიც ძალიან მაგარია. ეს მოკლე მოთხრობები სინამდვილეში ერთი დიდი წიგნია. ბოლოს მითხრა, 60 მინიატიურა, მოთხრობა მინდა შევკრიბო და ისე გამოვცეო. ზაალის მოთხრობაში არ არის ბრაზი, ის არ არის შურისმაძიებელი. თითქოს ყველაფერი გაატარა საკუთარ თავში, მაგრამ ბრაზი არ დარჩა“, – ამბობს დავით ქართველიშვილი.

ზაალ სამადაშვილი იყო ლიტერატურული ჟურნალების „მეოცე საუკუნის“ და „ქომაგის“ რედაქტორი.

„სამადაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, ის ახალი თაობის ლიტერატურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. ძალიან კარგად მახსენდება მისი აქტიური ჩართულობა ლიტერატურული პორტალის ლიბ.გე-ს განვითარებაში. ჩვენი პირველი კონკურსი სწორედ მისი მხარდაჭერით, საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა“, – ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე.

ზაალ სამადაშვილის ბოლო პოსტი ფეისბუკზე 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება.

„ჩემ მეამბოხე, ოლიგარქთან შეურიგებელ თბილისს გაუმარჯოს.

ბრძოლა ბოლომდე!

„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდე.“

ზაალ სამადაშვილი 1 ნოემბერს გარდაიცვალა.

Tags: ზაალ სამადაშვილი კულტურა მწერალი პოლიტიკოსი საზოგადოება

Continue Reading

Previous: კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Next: ოპოზიცია 6 ნოემბერსაც გეგმავს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციის გამართვას

კავშირშია

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან
  • კულტურა

რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსნის ქვეყანა“? – ინტერვიუ პოეტ რატი ამაღლობელთან

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“ დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“
  • კულტურა

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები
  • კულტურა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

საინტერესო

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს
  • პოლიტიკა

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ
  • ახალი ამბები

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.