
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. კონგრესის ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ქართველ და ამერიკელ სამხედროებს და დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.