“PEN საქართველოს” პრეზიდენტმა, მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მწერალთა სახლის გვერდზე მისი კრიტიკული პოსტი ჯერ წაშალეს, ხოლო შემდეგ მას საერთოდ შეუზღუდეს წვდომა კომენტარებზე – მისი კრიტიკა შეეხებოდა მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ პაოლო იაშვილის ლექსების კითხვის კონკურსს.
ხათუნა ცხადაძე არც პირველი და ერთადერთია, ვისაც ასეთი ამბავი გადახდა: არაერთი ადამიანი ჰყვება იმავეს, რომ საკმარისია მწერალთ სახლის ფეისბუკგვერდზე რაიმე მათთვის მიუღებელი დაწეროს, რომ მათ მაშინვე ბლოკავენ.
ამ ინტერვიუში “PEN საქართველოს” პრეზიდენტთან ვლაპარაკობთ ლიტერატურის სფეროს ათობით წარმომადგენლის თითქმის ერთწლიან ბოიკოტზე მწერალთა სახლის მიმართ, ამ ბოიკოტის მთავარ მიზეზზე – დაწესებულების დირექტორად „აგენტების კანონის“ ხელმომწერი დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნაზე, ჩიხში შესული ვითარების შედეგებზე, იმაზე, თუ რად იქცა მწერალთა სახლი და რა კითხვები არსებობს მის მიმართ. რატომ არ არის მწერლების პროტესტი მხოლოდ ვიწრო პროფესიული წრის პრობლემა და სად არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი.
🔗მწერალთა სახლის დირექტორ ქეთევან დუმბაძესთან ინტერვიუ ნახეთ აქ