Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ამბები

ერდოანი „სოლიდარობას უცხადებს” რუსეთს და ენდობა პუტინის სიტყვებს

NewsGeorgia September 19, 2023
ერდოანი „სოლიდარობას უცხადებს” რუსეთს და ენდობა პუტინის სიტყვებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ეკონომიკური მმოსაზრებების გამო ის სოლიდარობას უცხადებს რუსეთს და ასევე ენდობა უკრაინის წინააღმდეგ ომის “სწრაფი შეწყვეტის” შესახებ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ნათქვამ სიტყვებს.

ამის შესახებ ერდოანმა 19 სექტემბერს გავრცელებულ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (PBS) ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ბუნებრივი აირის ნახევარს რუსეთიდან ვიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოლიდარულები ვართ. ჩვენ ორმხრივ ნაბიჯებს ვდგამთ სამომავლოდ და თავდაცვის ინდუსტრიაშიც ვთანამშრომლობთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი რუსეთთან ერთად ვაკეთოთ”, – განაცხადა ერდოანმა.

მას ასევე სჯერა, რომ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ” პუტინი რეალურად ემხრობა იმას, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.”

ჟურნალისტ ამნა ნავაზის კომენტარზე, რომ “ამაზე არ მიუთითებს არაფერი, რაც ბრძოლის ველზე ჩანს“, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ ითვალისწინებს ლიდერის (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გულისხმობს) სიტყვებს.

“და ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მმომხრეა. ეს არის ის, რაც მან თქვა. და მე მჯერა მისი სიტყვების,”- განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ნატოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრის გამო თურქეთი რუსეთს არ უწესებს სანქციებს. მაგალითად, წელს თურქეთში ექსპორტზე გავიდა 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების ქვანახშირი, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე იქნა მოპოვებული.

Tags: ახალი ამბები და ენდობა ერდოანი პუტინის რუსეთს სიტყვებს სოლიდარობას უცხადებს

Continue Reading

Previous: რუსმა სამხედროებმა ხარკოვში ტროლეიბუსს ცეცხლი გაუხსნეს: ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა
Next: ყარაბაღში უარყოფენ თბილისი-ბაქოს რეისზე GPS სისტემისთვის ხელშეშლას

კავშირშია

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა
  • ახალი ამბები

კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის
  • ახალი ამბები

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო ალიანსს ქმნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი

საინტერესო

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა
  • ახალი ამბები

ომში გამარჯვების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში აღლუმი გაიმართა

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.