Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • ევროკავშირმა 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერა
  • საქართველო

ევროკავშირმა 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერა

NewsGeorgia September 4, 2024
ევროკავშირმა 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეაჩერა



ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოს 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია. საელჩო მიზეზად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.

„პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან – ივნისამდე პერიოდში განხორციელდა.

ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია“, – ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე.

საელჩო აღნიშნავს, რომ „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის.

„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება. ევროკავშირის დაფინანსებული 4-წლიანი პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი დარგის განვითარების გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა, გაძლიერება და გამოყენება, შემოქმედებითი სივრცეების განვითარება, დაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა და დარგთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მრავალმხრივ მიდგომას იყენებს, რომელიც გულისხმობს დაფინანსების სხვადასხვა სახის საქმიანობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის გადაცემას.

2 სექტემბერს წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ ილაპარაკა „შემოქმედებითი კომპასისგან“ მიღებულ წერილზე, რომელშიც პროექტის შეჩერების შესახებ წერია.

ხარჩილავამ მედიას გააცნო წერილის შინაარსი: „ევროპის საბჭოს 2024 წლის 24 ივნისის დასკვნების გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მის გავლენას ევროკავშირის დახმარებაზე, გაცნობებთ, რომ პროექტის „შემოქმედებითი კომპასი “ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიებისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამგვარად, საგრანტო კონკურსი შინაარსობრივი აღნუსხვის განსახორციელებლად არ გამოცხადდება“.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა 2024 წლისთვის საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერა შეაჩერა.

„სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც… ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, – თქვა 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უხსნიდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღებას. ქვეყნის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიზანი მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობა და უცხოური ინტერესების გამოვლენაა. დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” კვლავ მოუწოდებენ უარი თქვას ამ კანონის აღსრულებაზე და გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება შეუჩერა და მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენლისა დ ამათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებიც დააწესა.

Tags: აგენტების კანონი ახალი ამბები გამჭვირვალობა დონორები ევროკავშირი ევროკავშირის გრანტები საქართველო უცხოური გავლენა

Continue Reading

Previous: გაერო მიესალმა ღაზაში პოლიომიელიტის ვაქცინაციაში წინსვლას და ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა მოითხოვა
Next: ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს

კავშირშია

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია” “საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”
  • საქართველო

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის
  • საქართველო

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“ ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“
  • საქართველო

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“

საინტერესო

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა?
მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს
  • ახალი ამბები

ტრამპი მედვედევზე: ნუთუ მან ეს მართლა თქვა? მედვედევი პასუხად: რუსეთს არ აქვს განზრახული ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად
  • ახალი ამბები

მოსამართლეების ხელფასი იზრდება – ყველა მათგანს 10 000 ლარზე მეტი დაენიშნება თვიურად

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი
  • ახალი ამბები

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით
  • ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.