“საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, განმარტება მნიშვნელოვანია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონტექსტში”, – წერია დირექტორატის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს 517 მილიონი ევროს, სამოქალაქო საზოგადოებას 46 მილიონი ევროს, ხოლო კერძო სექტორს 6 მილიონი ევროს დახმარება გამოუყვეს.
დირექტორატის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერის 10 ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი 2019-2024 წლებში ასე გამოიყურება:
- 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
- 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
- 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
- 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- 30.5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- 25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
- 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
- 10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- 7.4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია;
მეთერთმეტედ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტი, რომელსაც მათივე ცნობით, 4.8 მილიონი ევრო გამოუყვეს.