Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიო

ევროკავშირი 7 პირს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის სანქციებს უწესებს

NewsGeorgia June 4, 2023
ევროკავშირი 7 პირს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის სანქციებს უწესებს


ევროკავშირმა შვიდი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ ბრალად მოლდოვის წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილეობა ედებათ. ამასთან, ბრიუსელი აორმაგებს მოლდოვისთვის მაკროეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტს და მასს 290 მილიონ ევრომდე ზრდის.

ევროკავშირის სანქციების სიაში არიან მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, რომელიც 2014-2015 წლებში 1 მილიარდი დოლარის გაქრობის საქმეში მთავარ ფიგურანტად განიხილება. ასევე მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მაგნატი ილან შორი, შორის პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს და მარინა ტაუბერი, შორის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დედაქალაქში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების უკან დგას. გასულ თვეში მოლდოვის სასამართლომ შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიაში ასევე არიან მიმალვაში მყოფი მოდლოვის პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი გეორგე კავკალიუკი, რომელიც კიშინიოვში ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების საქმეში შორის დახმარებისთვის იძებნება. ასევე უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებში ბრალდებული გრიგორ კარამალაკი და ალექსანდრე კალინინი. სანქცირებულია რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკაც, რუსეთის გენერალური პროკურორის იგორ ჩაიკას ვაჟი, რომელიც ევროკავშირის თქმით, ასრულებს „ყულაბის“ როლს მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქმედებებში. ჩაიკა ამ სიაში ერთადერთია, რომელიც მოლდოვის მოქალაქე არაა.

ვლადიმირ პლაჰოტნიუკი

შორს, პლახოტნიუკს და ჩაიკას უკვე დაუწესეს სანქციები შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ევროკავშირმა სანქციებში მყოფთა აქტივები გაყინა და მათ გაერთიანებაში შესვლა აუკრძალა.

ამ ნაბიჯს მიესალმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მოლდოვის მთავრობა პროდასავლურადაა განწყობილი და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

“მოლდოვა მარტო არ არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობაში. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მოლდოვის ძლიერ და აყვავებულ მომავალს”, – დაწერა სანდუმ Twitter-ზე. .

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა განცხადებაში თქვა, რომ მოლდოვისა და უკრაინის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მცდელობაზე შვიდი პირის პასუხისმგებლობაა გამოვლენილი.

მაია სანდუ

მაია სანდუ

“მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგებით. ვხედავთ სერიოზულ, გაძლიერებულ და მუდმივ მცდელობებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის”, – თქვა ბორელმა.

მოლდოვამ, ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობაც 2.6 მილიონია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

ევროკავშირის განცხადება სანქციების შესახებ მოლდოვაში დაგეგმილი ევროკავშირის „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ პირველი სამიტის გამართვამდე ორი დღით ადრე გაკეთდა. სამიტზე სანდუს სურს მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.

გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მიიწვიეს.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა 44-წევრიანი ფორუმია, რომლის შექმნაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეაა და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ევროკავშირსა და არაწევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

Tags: აშშ ახალი ამბები ევროკავშირი კიშინიოვი მოლდოვა მსოფლიო ომი უკრაინაში პლაჰოტნიუკი რუსეთი სანქციები

Continue Reading

Previous: შვედეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ანტი-ტერორისტული კანონი ანკარას პოზიციას შეაცვლევინებს
Next: ჩრდილოეთ კორეის საჯაშუშო თანამგზავრის გაშვება ავარიით დასრულდა

კავშირშია

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება
  • მსოფლიო

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს
  • მსოფლიო

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

საინტერესო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
  • ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.