
25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია წარადგინეს. პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. მან თავის სიტყვაში დაასახელა პარტიის მთავარი ლოზუნგი: „ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა „ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“. პარტიის სიაში არიან
- გიორგი გახარია – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
- ნათია მეზვრიშვილი – პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
- დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის ყოფილი წევრი;
- კახაბერ ქემოკლიძე – უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
- ზვიად ძიძიგური – პოლიტიკოსი; პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური – პარლამენტის წევრი;
- ბერდია სიჭინავა – იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
- როინ ქოჩორაშვილი – 2021 წლიდან პარტია „საქართველოსთვის“ წევრი;
- ბექა ლილუაშვილი – პარლამენტის წევრი;
- თეონა აქუბარდია – პარლამენტის წევრი
- ლევან გოგიჩაიშვილი – პარლამენტის ყოფილი წევრი;
- გიგა ფარულავა – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;
- გელა აბულაძე – ეკონომისტი, მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში;
- შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;
- თამარ ხვედელიანი – ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ელგუჯა ხოკრიშვილი – ეკონომისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი;
- ვიკა ფილფანი – იურისტი;
- კახა ნურალიძე – ექიმი, პროფესორი;
- სოფიო ხორგუანი – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
- ჯემალ ანანიძე – ბათუმის ყოფილი მერი;
- რუსუდან თევზაძე – ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი;
- ქეთევან ბაკარაძე – ექიმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
- მალხაზ თორია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ვატო ფაჩულია – სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
- ერეკლე დუმბაძე – იურისტი;
- სალომე კობალაძე – თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- გოჩა ტყეშელაშვილი – გადაცემა „ეტალონის“ ავტორი;
- აკაკი გვიანიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი.
სიის პრეზენტაციასთან ერთად პარტიამ საარჩევნო პროგრამა და სლოგანი – „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ” – წარადგინა.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.