გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც Reuters-ის სააგენტო ავრცელებს, გერმანია დახურავს თავის ტერიტორიაზე ირანის სამი საკონსულოს, რაც რეაქცია ირანში ირანულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე პირის სიკვდილის დასჯაზე.
მაგრამ სამინისტრო დასძენს, რომ კვლავ მოქმედებს თეირანის საელჩო გერმანიაში.
“ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები დაბალზე უფრო ქვემო დონეზეა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში.
გერმანიამ ირანში თავისი ელჩი გაიწვია ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის გამო და საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.