Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • საქართველო
  • გაუქმებული სავიზო რეჟიმი ჩინეთთან – “დასავლეთის ჯინზე მიღებული გადაწყვეტილება” ?
  • საქართველო

გაუქმებული სავიზო რეჟიმი ჩინეთთან – “დასავლეთის ჯინზე მიღებული გადაწყვეტილება” ?

NewsGeorgia September 11, 2023
გაუქმებული სავიზო რეჟიმი ჩინეთთან – “დასავლეთის ჯინზე მიღებული გადაწყვეტილება” ?



11 სექტემბერი, 2023 — 

საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მოგვიანებით საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

„30 დღის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო უვიზოდ მოინახულონ, ტურიზმის კუთხით ეს სრულიად მისაღები ციფრია.“,- ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე გაიზრდება ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაც, პირველ ეტეპზე როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, დღეში ერთი რეისი შესრულდება.

„მინიმუმ დღეში ერთი ფრენა გვექნება ჩინეთთან. ეს საკმარისი არ არის, ამბიცია უფრო დიდი გვაქვს, ჩვენი სამიზნეა დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთთან. მოთხოვნის გენერირებაზე სამინისტროს ექნება სამუშაო. ამ ეტაპზე კვირაში 7 რეისი იქნება. პეკინი-ურუმჩი -თბილისი. პირდაპირი ფრენები გვინდა გვქონდეს, ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქებთან“,- თქვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს გააუმჯობესებს და დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას… ჩინეთი არის ყველაზე დიდი და სასურველი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150 მილიონი ტურისტი ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო დანახარჯები 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს [მაჩვენებელი] მინიმალურია“,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

პეკინს ოფიციალური თბილისის პასუხად ამ დროისთვის განცხადება არ გამოუქვეყნებია. ჩინეთში საქართველოდან მოგზაურებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებული სრულად არ არის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ისინი ტურისტული ჯგუფის წევრები იქნებიან და მაქსიმალური ვადა 30 დღეა.

ანალოგიური წესი მოქმედებს კიდევ 5 ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორისაა აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი, მოლდოვა და თურქემენეთი.

„დასავლეთის ჯინზე“ მიღებული გადაწყვეტილება?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობის ეს გადაწყვეტილება „დასავლეთის ჯინზე“ იყოს მიღებული.

„ცუდია, რომ ჩინელებისთვის სრულად ვხსნით საზღვარს და ტაივანელებს საერთოდ არ ვუშვებთ ქვეყანაში … ცუდია, რომ ყველაფერი რაც დღეს სინო-საქართველოს ურთიერთობებში ხდება სრულიად ერთმნიშვნელოვნად დასავლეთის ჯინაზე კეთდება, ოღონდ ვის ვეჯინებით და რის იმედად ვართ, სრულიად გაუგებარია.
როგორც ყოველთვის, სტრატეგიულად არასწორ დროს, არასწორ ადგილზე ვხვდებით ხოლმე“,- წერს თინა ხიდაშელი.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ არის ჩვენი არჩევანი“,- ამბობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე და განმარტავს, რომ „ძლიერი დაწოლა რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკებზე“ მძიმე შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი სვამს კითხვას იმის შესახებ, რამდენად თავსებადობაშია მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.

საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარნიორობა 2023 წლის ივლისში გააფორმა, დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გამოქვეყნდა და ის ბევრ მიმართულებას მოიცავს.



Tags: ეკონომიკის სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილი ლევან დავითაშვილი პეკინი თბილისის ურთიერთობები პირდაპირი ფრენები ჩიენთთან საქართველო საქართველოს მთავრობა უვიზო მიმოსვლა ქართულ ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთი

Continue Reading

Previous: ინტერვიუ ეველინ ფარკასთან: პუტინს უნდა ეშინოდეს ჩვენი მხრიდან ესკალაციის
Next: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდა

კავშირშია

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია” “საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”
  • საქართველო

“საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი, უკრაინისთვის დაღვრილი სისხლია”

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის
  • საქართველო

საქართველო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“ ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“
  • საქართველო

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“

საინტერესო

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი
  • ახალი ამბები

თუ გვარამია ან ხაზარაძე საკნიდან არ ჩაგვერთვებიან, მოგვიწევს პროკურატურაში კვლავ გადავაგზავნოთ საქმე – წულუკიანი

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით
  • ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს – სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც „ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც
  • ახალი ამბები

„ოცნება“ სასამართლოს გადაღებას ზღუდავს – სხდომათა დარბაზშიც, დერეფანშიც და ეზოშიც

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე: თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე: თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია
  • ახალი ამბები

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე: თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.