Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • გაუქმებული ავიარეისები, გათიშული ინტერნეტი, გამქრალი ალკოჰოლი – როგორია პუტინის 9 მაისი
  • პოლიტიკა

გაუქმებული ავიარეისები, გათიშული ინტერნეტი, გამქრალი ალკოჰოლი – როგორია პუტინის 9 მაისი

NewsGeorgia May 9, 2025
გაუქმებული ავიარეისები, გათიშული ინტერნეტი, გამქრალი ალკოჰოლი – როგორია პუტინის 9 მაისი



რუსეთის პრეზიდენტის სტუმრების საბოლოო სია ისევ უცნობია. ჩამონათვალი ბოლო დღეებში სულ იცვლებოდა და ჟურნალისტებიც სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებდნენ. პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვმა 6 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვში 29 უცხოელ ლიდერს ელოდებოდნენ; თუმცა ზოგიერთს გეგმები ამის შემდეგაც შეეცვალა.

უკრაინა კი ავრცელებს ცნობებს, რომ კრემლი თავის დადგენილ 3-დღიან ზავს არღვევს და ისევ ბომბავს მის ტერიტორიას. არის მსხვერპლი.

როგორ ემზადება მოსკოვი?

მობილური ინტერნეტი

„ველით უმაღლესი და მაღალი დონის მრავალი უცხოური დელეგაციის ჩამოსვლას. ამის გამო ქალაქში შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. შესაძლებელია მობილური ინტერნეტის მუშაობის შეზღუდვა [7-9 მაისს]“, – პრესაში მოსკოვის მერიის ცნობა გამოქვეყნდა.

თუმცა მოსკოველები უკვე წინა კვირაში ჩიოდნენ, რომ მობილური ინტერნეტი არ ჰქონდათ. შეფერხებაზე რუსეთის სახელმწიფო მედიაც წერდა და Downdetector-ის სერვერის მონაცემებიც ადასტურებდა.

რუსეთის მედიაში 8 მაისს გავრცელებული ცნობებით, მობილურ ინტერნეტზე წვდომა სრულად შეწყდა 7 მაისს, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: ხელმიუწვდომელია ბანკომატები და საკურიერო მომსახურების სერვისები. ვარაუდობენ, რომ ასეთი ვითარება 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

საგანგებო სიტუაციების შეტყობინებისა და ლიკვიდაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემა (РСЧС) ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ ჯერ კიდევ 5 მაისს იტყობინებოდა.

უპილოტო საფრენი აპარატების აკრძალვა

4 მაისს მოსკოვის პოლიცია უკვე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით დასჯით ემუქრებოდა ყველას, ვინც 9 მაისს დრონებსა და პიროტექნიკას გამოიყენებდა.

„მოსკოვი არასაფრენი ზონაა ყველა სახის ლეტალური აპარატისთვის. მათი გამოყენება აკრძალულია, დედაქალაქის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით“, – აცხადებენ მოსკოვის პოლიციაში. აკრძალეს როგორც ე.წ. კოპტერების, ასევე დრონებისა თუ ავიამოდელების ფრენა. აფრთხილებდნენ ხალხს, რომ ასეთი აპარატები შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღითაც გაენადგურებინათ.

რუსეთის ადმინისტრაციული კანონმდებლობით არასაფრენ ზონაში დრონის გამოყენებაზე დაწესებულია ჯარიმა – 50 000 რუბლის ოდენობით.

აკრძალეს ფოიერვერკებიც

პოლიცია 4 მაისს მოსკოველებს აფრთხილებდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა პიროტექნიკის გამოყენებაც. ჩამონათვალში იყო ე.წ. პეტარდები, ფეიერვერკები თუ “ანალოგიურ ნაკეთობები”, რათა არ მომხდარიყო პროვიკაციები.

გადაკეტილი ქუჩები, აკრძალული პარკირება

ეს აკრძალვა, 9 მაისს 05:00 საათიდან 13:00 საათამდე იქნება ძალაში. გადაიკეტება ცენტრალური ქუჩები და სანაპიროები. ცენტრალურ უბნებში კატეგორიულად აიკრძალა პარკირება.

9 მაისს ჩაიკეტება მეტროს ამოსასვლელები შვიდი ცენტრალური სადგურიდან.

არ გაიყიდება ალკოჰოლი

ალკოჰოლს ვერავინ იყიდის წითელი მოედნისა თუ ყველა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც პუტინის გეგმით 9 მაისი უნდა იზეიმონ. მოელიან, რომ მაღაზიები ალკოჰოლურ სასმელს აღარ გაყიდიან უკვე 8 მაისის 22:00 საათიდან.

რუსეთის მედია იხსენებს, რომ 2024 წელს ასეთი აკრძალვა 9 მაისის 14:00 საათამდე გაგრძელდა, მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ შარშან მოსკოვში ამ მასშტაბის სტუმრიანობა არ იყოო.

იქნება ჩხრეკაც

მოსკოვში წინასწარვე ამზადებენ სამხედრო აღლუმზე, „უკვდავი პოლკის“ მარშსა და „სხვა ღონისძიებებზე“ დასწრების მსურველებს, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს გაჩხრიკონ. ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან ერთად, აკრძალული ნივთების სიაშია – შუშის ბოთლი, დიდი ზომის ჩანთა და „პოტენციურად სახიფათო საგანი“.

„სამართალდამცველი ორგანოები მკაცრად გააკონტროლებენ ვითარებას“ – აღნიშნულია საინფორმაციო ცნობებში.

იხურება აეროპორტები, უქმდება ავიარეისები

უსაფრთხოების წესების გამკაცრებამ მნიშვნელოვანად შეცვალა ტრანსპორტის მუშაობა. პერიოდულად იკეტება აეროპორტები; მგზავრები რეისებს 24-30 საათის განმავლობაშიც ელოდებოდნენ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბოლო ორ დღეში, მოსკოვში 100-მდე რეისი გადაიდო.

8 მაისს „როსავიაციამ“ გამოაცხადა დროებითი შეზღუდვის შესახებ, მათ შორის – ნიჟნი ნოვგოროდსა და ნოვოკუზნეცკში. როგორც იტყობინებიან, ფრენა შეწყვიტა სამმა თურქულმა ავიაკომპანიამ, მათ შორის – Turkish Airlines-მა 8 მაისს 20 რეისი გადადო. რუსეთის ტურიზმის ასოციაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით მედია ავრცელებს ცნობებს, რომ ფრენების გრაფიკის პარალიზება 15 ათას მგზავრს შეეხება და მათი ნაწილი კურორტებიდან ვეღარ ბრუნდება.

ვლადიმირ პუტინთან სტუმრებმა 7 მაისს დაიწყეს ჩასვლა და ზოგიც მათ 8 მაისს დაეწია.

8 მაისს 17:00 საათისთვის უკვე მოსკოვში იყვნენ:

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე – სი ძინპინი,
  • ვენესუელის პრეზიდენტი – ნიკოლას მადურო,
  • კონგოს პრეზიდენტი – დენი სასუნ-ნგესო,
  • მონღოლეთის პრეზიდენტი – უხნააგიინ ხურელსუხი,
  • კუბის პრეზიდენტი – მიგელ დიას-კანელი,
  • ყაზახეთის პრეზიდენტი – ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.
  • სერბეთის პრეზიდენტი – ალექსანდარ ვუჩიჩი.

უკვე ღამით გავრცელდა ცნობები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ჩასვლის შესახებ. “მედუზა” წერს, რომ ფიცოს ავიამარშრუტი გაუგრძელდა – ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო დერეფნის ჩაკეტვის გამო და რომ ფიცომ მოსკოვში შავი ზღვისა და საქართველოს გავლით.

რობერტ ფიცო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი ლიდერია, რომელმაც არ გათვალისწინა ბრიუსელის გაფრთხილება და მოსკოვში ჩასვლაზე დათანხმდა.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ერთადერთი ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიდან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა. მედიას მან უთხრა, რომ მზად არის გაუძლოს ბრიუსელის წნეხს, მაგრამ არ უნდა, რომ პრობლემები სერბეთს შეექმნას.

დაიზუსტებელია რატომ დაეშვა 8 მაისს, ვუჩიჩის მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავი ბაქოში. სერბეთის მედიაში გავრცელებული ერთი ვერსიით, იძულებითი დაფრენა მოსკოვის აეროპორტში გაძლიერებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდებოდა. TACC-ის ვერსიით კი, თვითმფრინავს საწვავის დამატება დასჭირდა. ამბობენ იმასაც, რომ ბალტიის ქვეყნებმა ვუჩიჩის თვითმფრინავს საჰაერო დერეფნი ჩაუკეტეს.

მანამდე, 3 მაისს, ვუჩიჩმა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა ვიზიტი აშშ-ში, სადაც ის, სერბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპსაც უნდა შეხვედროდა. შემდეგ ის საავადმყოფოში მოხვდა – თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა ჩასულიყო მოსკოვში – მეხუთე დღეს.

რუსეთის პრეზიდენტის სტუმრების სია ბოლომდე ცნობილი არც წინა დღით არის.

პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვმა 6 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვში 29 უცხოელ ლიდერს ელოდებოდნენ; თუმცა ზოგიერთს გეგმები მას შემდეგაც შეეცვალათ.

მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტზე, ილჰამ ალიევზე 7 მაისს გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში აღარ ჩავიდოდა.

თავდაპირველად ითქვა, რომ მოსკოვში ჩავიდოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, შემდეგ ითქვა, რომ მას თავდაცვის მინისტრი ჩაანაცვლებდა, შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე იყო ლაპარაკი, ხოლო სულ ბოლოს “ინდოეთის წარმომადგენელზე”. რუსეთის მედიის ცნობებით, ინდოეთის გეგმები პაკისტანთან დაწყებული სამხედრო დაპირისპირების გამო აირია.

სტუმრების ჩამონათვალში ასევე არიან: ბელარუსის, ბრაზილიის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის,
თურქმენეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის თუ ბურკინა-ფასოს ლიდერები. სიაში ჰყავთ ასევე პალესტინის ლიდერი – მაჰმუდ აბასი.

აზერბაიჯანისგან განსხვავებით, მოსკოვში ჩასვლა არ გადაუდია სომხეთის პრემიერ- მინისტრ – ნიკოლ ფაშინიანს.

როგორც იუწყებიან, 8 მაისს, კრემლში საგანგებო მოლაპარაკებები გაიმართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან – „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების“. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული გრაფიკით, ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ოთხი დღით არის ჩასული [7-10 მაისი].

https://gdb.rferl.org/df6d4ce5-6180-4c99-67f8-08dd82093248_w800_h450.jpg
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-9-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/33408595.html

Tags: ავიარეისები ალკოჰოლი გათიშული გათიშული ინტერნეტი გამქრალი გაუქმებული გაუქმებული ფრენები ინტერნეტი მაისი მოსკოვი პარაკი პოლიტიკა პუტინის პუტინის 9 მაისი როგორია ქაოსი წითელი მოედანი

Continue Reading

Previous: აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეჩერება გააუქმა
Next: საპატრიარქო სპექტაკლს „ღვთისმგმობელს“ უწოდებს და საზოგადოებას აქეზებს „მართებულად შეფასებისკენ“

კავშირშია

რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება
  • პოლიტიკა

რუმინეთის საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება

კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს
  • პოლიტიკა

კრემლის უარი უპირობო ზავზე – რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს

პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ
  • პოლიტიკა

პეპე ცისარტყელის პარიკით – რუსეთში წიგნებს და გამომცემლებს აპატიმრებენ

საინტერესო

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • ახალი ამბები

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება
  • ახალი ამბები

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა 27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
  • ახალი ამბები

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა „მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა
  • ახალი ამბები

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.