პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, წარადგინა.
წარდგენის შემდეგ წულაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა: „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“.
ახალმა მინისტრმა განათლების სფეროს შესახებ მოკლედ ილაპარაკა. „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობით და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა მან.
წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
- 2023/12 – 2024/08 – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- 2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
- 2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
- 2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
- 2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
- 2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
განათლების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.