
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით აშშ-ის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა მოახლოვდეს მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასასრული.
ზელენსკი ამ მოწოდებით გამოვიდა ცოტა ხნით ადრე, სანამ მიმდინარე კვირაში გაეროში გამოვა მნიშვნელოვანი სიტყვით – იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე, რასაც კვლავ მოაქვს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, ზიანდება ინფრასტრუქტურა.
უკრაინის ლიდერი აშშ-ში იმყოფება, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე (UNGA). ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციასთან, და მათ მადლობა გადაუხადა მისი თქმით ამერიკის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს როლზე უკრაინის თავისუფლების დაცვაში.
აშშ-მა – უკრაინის მთავარმა მხარდამჭერმა – და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს გამოუყვეს მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო და სხვა სახის დახმარება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად.
ზელენსკის თქმით, მან ამერიკელ კანონმდებლებს შეატყობინა კონფლიქტში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის ნაბიჯები. “ახლა გადამწყვეტ მოქმედებას შეუძლია დააჩქაროს სამართლიანი დასრულება რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, მომავალ წელს” – წერს ზელენსკი ტელეგრამით.