Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიო

გადამწყვეტი სამიტის წინ, ნატო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს

NewsGeorgia June 4, 2023
გადამწყვეტი სამიტის წინ, ნატო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს



მოსკოვი უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე ვერ შეაჩერებს, განაცხადა დღეს, 1 ივნისს, იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოსლოში იმყოფება, სადაც ალიანსის მინისტერიალი იმართება.

“ყველა მოკავშირე თანხმდება იმაზე, რომ მოსკოვს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას” – თქვა მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს იმ ფონზე, როცა ალიანსის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა ნატოში კიევის დაწინაურების დაჩქარებასთან დაკავშირებით. “ჩვენ წინ მივიწევთ, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა წევრი გახდება” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებს მოლდოვაში გამართულ შეხვედრაზე მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევის სურვილია ნატოში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, მომავალ სამიტზე უფრო “გარკვევით” ნათქვამი პასუხი მოისმინოს. ალიანსის მომდევნო სამიტი ვილნიუსში დაახლოებით 6 კვირაში, ივლისში იგეგმება.

2008 წელს გამართულ ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. თუმცა, ამისთვის წევრობის მსურველ ქვეყნებში ჯერ გარკვეული ნაბიჯები იყო გადასადგმელი.

უკრაინის ალიანსში დაწინაურებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გამოკვეთილად უჭერენ მხარს. თუმცა, დასავლეთის სახელმწიფოები, როგორიცაა მაგალითად შეერთებული შტატები და გერმანია, ფრთხილობენ იმაზე, რომ სამომავლო ნაბიჯებმა ისინი რუსეთთან ომს არ დააახლოვოს.

უნგრეთი გარკვევით ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მომავალი სამიტის დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა იდგეს. “ნატოს ღია კარის პოლიტიკა ადგილზე რჩება, მაგრამ ამავე დროს, ისიც გასაგებია, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ომის შუაგულში მყოფი ახალი წევრების მიღებაზე” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

Tags: ახალი ამბები იენს სტოლტენბერგი - ნატოს გენერალური მდივანი მთავარი მსოფლიო ნატო ომი უკრაინაში რუსეთი უკრაინა

Continue Reading

Previous: კოსოვოს პრემიერი მერებს მოუწოდებს გააგრძელონ მუშაობა ჩრდილოეთ კოსოვოში პროტესტის მიუხედავად
Next: შვედეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ანტი-ტერორისტული კანონი ანკარას პოზიციას შეაცვლევინებს

კავშირშია

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება
  • მსოფლიო

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს
  • მსოფლიო

შვედეთის ლიდერი კრიმინალთან ბრძოლაში დასახმარებლად სამხედროებს მიმართავს

სომხური ყარაბაღის დასასრული სომხური ყარაბაღის დასასრული
  • მსოფლიო

სომხური ყარაბაღის დასასრული

საინტერესო

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს
  • ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს უკრაინაში ძლიერ ანტიკორუფციულ ზომებს

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ
  • ახალი ამბები

ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი დეპუტატი დაიცავენ

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები” პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”
  • ახალი ამბები

პოლონეთმა უკრაინას გადასცა გარემონტებული “ლეოპარდები”

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს
  • ახალი ამბები

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს

ადამიანი არ არის აშშ აშშის აცხადებს ახალი ამბები გამო და დააკავეს ევროკავშირი ეკონომიკა ზელენსკი თქმით იყო კიევი მთავარი მოსკოვი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პუტინი რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში რუსული საზოგადოება სამხედრო სანქციები საქართველო საქართველოს უკრაინა უკრაინას უკრაინაში უკრაინის შედეგად შემდეგ შესახებ ჩინეთი წლის

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.