
პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ.
ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების გასაუმჯობესებლად მიიღო, სტანდარტების ამაღლებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
ამ სტატიაში ვსხნით ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება.
რა ტიპის სესხის გაუქმება შეიძლება და რა ტიპის არა?
ნებისმიერის, იპოთეკური, ფინანსური გირავნობით ან წილებით უზრუნველყოფილი სესხების და ანაბრების გარდა.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი ამბობს, რომ ცვლილება არ ეხება ანაბრებს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის განთავსებული დისტანციურად თუ ფილიალში მისვლით.
“ცვლილება არ შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფილ სესხებს, მაგალითად მობილურ ტელეფონებს რომ აბარებენ ხოლმე ე.წ ლომბარდებში. თუმცა ცვლილება გავრცელდება ავტომობილით ან ოქროთი უზრუნველყოფილ სესხებზე”, – ამბობს გზირიშვილი.
თქვენ შეკვეთული საკრედიტო ბარათის აღების განაცხადის უკან წაღებაც შეგიძლიათ, თუ გადაიფიქრებთ.
სესხების დაბრუნების წესი გავრცელდება ყველა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხზე: კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც კი.
თუ შეიძლება თავიდან, სესხი ისე შემიძლია დავაბრუნო რომ არც კი დავასაბუთო?
დიახ, ზუსტად ასეა.
სესხის აღებიდან 14 დღის [იგულისხმება კალენდარული დღე] ვადაში ბანკის კლიენტებს უარის თქმის უფლება ექნებათ როგორც დისტანციურად [მობაილ ან ინტერნეტბანკების მეშვეობით], ისე ადგილზე, ბანკის ფილიალში. სესხზე უარს დასაბუთება არ ჭირდება.
როგორ ვაბრუნებ სესხს – ნაბი-ნაბიჯ რომ ამიხსნათ?
პირველი ნაბიჯი – თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ აღებული სესხი აღარ გჭირდებათ და უკან აბრუნებთ. გახსენებთ ამისთვის 14 დღე გაქვთ, ეს მნიშვნელოვანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ რომც გადაიფიქროთ სესხის აღება, ხელშეკრულების გაუქმებას ვეღარ შეძლებთ.
მეორე ნაბიჯი – უარი სესხის აღებაზე განცხადებით უნდა შეატყობიოთ მსესხებელს.
მესამე ნაბიჯი – შეტყობინებიდან 30 დღე გექნებათ იმისათვის, რომ შესაძლო ხარჯები დაფაროთ. ხარჯების დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდბა.
ეს პროცედურები ჯერ ბოლომდე არ არის დადგენლი, მაგრმ ცვლილების მომენტის ესეც დაზუსტდება.
ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცვლილება ფინანსურ ორგანიზაციებთან გავლილია და დროც აქვთ იმისთვის, რომ ტექნიკურად მოემზადონ.
“ფინანსურ ორგანიზაციებს შესაძლოა გარკვეული ტექნიკური დეველოპმენტი დასჭირდეთ, რადგან ზოგიერთი საკითხები ინტერნეტ/მობაილ ბანკინგთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, როცა მომხმარებელი ისარგებლებს ამ უფლებით პროცესები იქნება გასაწერი როგორ იღებენ შეტყობინებას, შემდეგ როგორ იქცევიან, როგორ ანგარიშობენ და ა.შ. მათ გარკვეული პერიოდი ამისთვის მოსამზადებლად აქვთ”, – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.
მოიცა, რამე ხარჯი უნდა დავფარო?
გაწეული მომსახურების ხარჯი.
ასევე, უნდა დააბრუნოთ წაღებული თანხა. დასაფარი გექნებათ იმ დღეების პროცენტი რამდენიც იქნება გასული ხელშეკრულების დადებიდან, ანუ სესხის აღების მომენტიდან.
არ იხდით წინსწრების დაფარვის საკომისიოს, ასევე სესხის გაცემის საკომისიოს, მაგრამ იმ დღეებში რა პერიოდშიც ძირითადი თანხით ისარგებლა ამის პროცენტს გადაიხდის.
“მაგალითად თვის პირველ რიცხვში თუ აიღეთ 7 ათასი ლარი და 14 რიცხვში გააკეთეთ განაცხადი რომ ხელშეკრულებაზე უარს ამბობთ, თქვენ შეგიძლიათ მაშინვე დააბრუნოთ ძირი თანხა და 14 დღის პროცენტს გადაიხდით ან 30 დღე გაქთ ძირი თანხის მოსატანად და ამ პერიოდის პროცენტის გადასახდელად”, – ამბობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
სესხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს?
აქვს. ეროვნული ბანკმა ლიმიტი დააწესა. თუ თქვენი სესხი მილიონ ლარს აღემატება ხელშეკრეულებას ვერ გააუქმებთ.
მარტო მოქალქეებს ეხებათ თუ შეიძლება ორგანიზაცებმაც დააბრუნონ სესხი?
ყველამ. როგორც ფიზიკურმა ისე იურიდულმა პირებმა.
კიდევე რთხელ, გამახსენეთ რა როდიდან გახდება შესაძლებელი სესხის დაბრუნება?
პირველი ივლისიდან.