Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • ახალი ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ – რას ქმნის ევროკავშირი?
  • ახალი ამბები

ახალი ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ – რას ქმნის ევროკავშირი?

NewsGeorgia May 7, 2025
ახალი ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ – რას ქმნის ევროკავშირი?



ევროკავშირის ახალი ტრიბუნალი გამოიძიებს აგრესიის დანაშაულებს – ომის დანაშაულის ისეთ კატეგორიას, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის მიღმაა დარჩენილი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 7-8 მაისს ვარშავაში იკრიბებიან საბჭოს არაფორმალური შეხვედრისთვის, 9 მაისს კი ლვოვში გაემგზავრებიან – უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, იმ დღეს, როცა რუსეთი აღნიშნავს გამარჯვების დღეს.

ვინაიდან ეს შეხვედრები ევროკავშირის საბჭოს სხდომათა ოფიციალურ ფორმატში არ იმართება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ ელიან. თუმცა მინისტრები გამოაცხადებენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის დაწყებას, რომელიც გამოიძიებს და პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის.

“უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი” ოფიციალურად დაარსდება 14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე.

რა არის “უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი”?

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაიწყო გამოძიება რუსეთის მხრიდან სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის საქმეებზე, 2013 წლის ნოემბრის მაიდნის რევოლუციით დაწყებული.

ახალი ტრიბუნალი იმ აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებზეც ICC-ს იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს იქნება საერთაშორისო სასამართლო, რომლის საფუძველი უკრაინის კანონმდებლობაში დაიდება და ექნება სამართლებრივი სტატუსი როგორც უკრაინული, ასევე საერთაშორისო, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით. მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ არის გადაწყვეტილი: თავიდან განიხილებოდა საფრანგეთი – სტრასბურგი (ევროპის საბჭოს შტაბ-ბინა), თუმცა საბოლოოდ შესაძლოა ტრიბუნალმა ნიდერლანდში – ჰააგაში დაიდოს ბინა.

რა არის აგრესიის დანაშაული?

RFE/RL-ის მიერ ნანახი ტრიბუნალის წესდების პროექტის მიხედვით, “აგრესიის დანაშაული” გულისხმობს იმ “პირის მიერ, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს ან წარმართავს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებებს” ისეთი “აგრესიის აქტის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას ან განხორციელებას, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით მკაფიოდ არღვევს გაეროს ქარტიას.”

აგრესიის აქტად მიიჩნევა “სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.

ის, რასაც ბოლო წლებში რუსეთი აკეთებს – ოკუპაცია, ანექსია, საზღვაო ბლოკადა და სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტების დაბომბვა (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს სამოქალაქო სამიზნეებზე შეტევას), საერთაშორისო სამართლის მიხედვით აგრესიის აქტებია, რუსეთის ომი უკრაინაში კი “არასამართლიანი” ან “დაპყრობითი ომია”.

ასე რომ “აგრესიის დანაშაული” – ეს ცნება ფართო მნიშვნელობისაა და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქმედებებსაც, რომლებიც ომის დანაშაულებად ან გენოციდად ითვლება. ახალი ტრიბუნალი მჭიდროდ ითანამშრომლებს ICC-სთან, რათა საქმეების გამიჯვნა მოხდეს.

ტრიბუნალს ექნება უფლებამოსილება “გამოიძიოს, დევნოს და გაასამართლოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი პირები”.

ასეთი დანაშაულები, “ხელმძღვანელობის დანაშაულებია”, ანუ ჩადენილია მათ მიერ, ვინც ფლობს რეალურ ძალაუფლებას პოლიტიკური ან სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისას.

ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შერყევას, იქნება ეს ბელარუსში, ირანსა თუ ჩრდილოეთ კორეაში.

აქვს თუ არა პუტინს სამართლებრივი იმუნიტეტი?

დიახ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას აქვთ სამართლებრივი იმუნიტეტი, სანამ ისინი თანამდებობაზე იმყოფებიან. ეს ე.წ. “იმუნიტეტის სამკუთხედი” მოიცავს მოქმედ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ხშირად თავდაცვის მინისტრებსაც.

ამ იმუნიტეტის გაუქმება, ფორმალურად, მხოლოდ გაეროს შეუძლია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ეს ფორმალური პროცედურა მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად რჩება.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალი მრავალ “დაუსწრებელ განაჩენს” გამოიტანს, რისი შესაძლებლობაც მას პროექტის წესდებით აქვს დადასტურებული.

როგორ შეიქმნება, რას გააკეთებს ახალი ტრიბუნალი?

რამდენიმე ქვეყანა უკრაინასთან ერთად 2023 წლიდან აგროვებს მტკიცებულებებს, ასე რომ, ამ ჯგუფის ძალისხმევით გამოძიების საქმე წინ არის წაგდებული. დაახლოებით 40-ქვეყნიანი ჯგუფი ერთგვარი “სამართლის ნებაყოფლობითი კოალიციაა”, რომელშიც შედის ევროკავშირის 27 წევრიდან უმეტესობა (გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა), G7-ის ქვეყნები (აშშ-ს გამოკლებით, რომელმაც ახლახან მიანიშნა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას), და ევროსაბჭოს წევრების ნაწილი.

ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ დროს შეუერთდეს კოალიციას.

მისი მმართველი კომიტეტი (შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან), შეარჩევს ტრიბუნალის მოსამართლეებსა და პროკურორს. პროექტის წესდებაში მითითებულია, რომ “სპეციალური ტრიბუნალის მოსამართლეები უნდა იყვნენ მორალურად უმწიკვლო, მიუკერძოებელი იურისტები, თავიანთ ქვეყნებში უმაღლესი სასამართლო თანამდებობებისთვის საჭირო კვალიფიკაციით. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და არ მიიღონ მითითებები არცერთ მთავრობისგან. არ შეიძლება ორი მოსამართლე ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქე იყოს.

პროკურორი საიდუმლო კენჭისყრით აირჩევა მმართველი კომიტეტის აბსოლუტური უმრავლესობით, შვიდი წლის ვადით.

თუ მხარე ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო, სასჯელი შეიძლება რამდენიმე წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთამდე იყოს, ასევე შეიძლება დაეკისროს ჯარიმა. სასჯელი მოიხდება იმ ქვეყანაში, რომელმაც სპეციალური შეთანხმება გააფორმა ტრიბუნალთან. თუ ასეთი არ მოიძებნა, “სასჯელი შესაძლოა უკრაინაში მოიხადოს”.

Tags: 9 მაისი აგრესიის აგრესიის დანაშაული ახალი ახალი ამბები დანაშაულზე ევროკავშირი ომი ომის დანაშაული პასუხისმგებელთა პოლიტიკა პუტინი რას რუსეთ უკრაინის ომი რუსეთი ტრიბუნალი უკრაინა უკრაინაში ქმნის წინააღმდეგ

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება
Next: აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ბრძოლა გრძელდება – კობახიძე „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

კავშირშია

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • ახალი ამბები

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება
  • ახალი ამბები

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა 27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
  • ახალი ამბები

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საინტერესო

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა
  • ახალი ამბები

ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება
  • ახალი ამბები

უიტკოფი თვლის, რომ 19 მაისს, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი წარმატებული იქნება

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა 27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
  • ახალი ამბები

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა „მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა
  • ახალი ამბები

„მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის“ – ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.