Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • აშშ უკრაინას „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ საჯაშუშო დრონებს აწვდის
  • ახალი ამბები

აშშ უკრაინას „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ საჯაშუშო დრონებს აწვდის

NewsGeorgia July 27, 2023
აშშ უკრაინას „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ საჯაშუშო დრონებს აწვდის



უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილ, ახალ $400 მილიონიან, სამხედრო დახმარების პაკეტში დრონებიც შედის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვაშინგტონი კიევს ე.წ. „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ დრონებს გადასცემს.

ამერიკული „შავი ბზიკი“ მოწინავე საჯაშუშო დრონია, რომელიც „teledune flir defense”-ის მიერ არის შექმნილი. კომპანია განმარტავს, რომ „შავი ბზიკი“ ძალიან პატარა ზომის – მსუბუქი საფრენი აპარატია, რომელიც მართვის, ოპერაციულ შტაბს ლაივ რეჟიმში გადასცემს სიგნალს იმის შესახებ, თუ რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ის არის გაშვებული. ეს ამერიკული დრონი სხვა დრონებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მას თანამედროვე სენსორები აქვს და მარტივად მანევრირებს რთულ ურბანულ გარემოში. ფრენის დრო კი 25 წუთია.

მწარმოებელი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „შავი ბზიკი“ ეფექტურია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. დრონი აღჭურვილია ღამის ხედვის ტექნოლოგიით. ის აგროვებს როგორც ვიზუალურ, ასევე – აუდიო მასალებს.

„შავი ბზიკი“ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დახმარების ახალ პაკეტშია, მასთან ერთად ვაშინგტონისგან კიევი მიიღებს დამატებით საჰაერო თავდაცვის ამუნიციას, მათ შორის რაკეტებს: “ჰაიმარსებისთვის”, “პატრიოტებისა” და “ნასამსებისთვის”. ამასთან, ამერიკული დახმარების ახალ პაკეტში შედის ჯავშანტრანსპორტიორებიც.

პენტაგონმა ახალი დახმარების შესახებ განცხადება 25 ივლისს გააკეთა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ ამერიკისგან უკვე მიიღო 30 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.

Tags: აშშ აშშ-ის სახმედრო დახმარება აწვდის ახალი ამბები ბზიკის დრონებს მთავარი რუსეთ უკრაინის ომი სამხედრო დრონი სახელით საჯაშუშო უკრაინა უკრაინას შავი შავი ბზიკი ცნობილ

Continue Reading

Previous: უკრაინის მთავარი დიპლომატი ლიბერიაშია
Next: ნიდერლანდების სანაპიროსთან იწვის გემი, რომელზეც 3000 მანქანაა, დაიღუპა ერთი ადამიანი

კავშირშია

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები
  • ახალი ამბები

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი
  • ახალი ამბები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

საინტერესო

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
  • ახალი ამბები

სანქცირებული გენპროკურორის გადადგომის შემდეგ პოსტზე გიორგი გვარაკიძე წარადგინეს

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები
  • ახალი ამბები

ისრაელის ძალებმა ღაზას ჰუმანიტარულ ცენტრთან 51 პალესტინელი მოკლეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი
  • ახალი ამბები

ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.