Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • პოლიტიკა
  • აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი – „სომხეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება“
  • პოლიტიკა

აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი – „სომხეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება“

NewsGeorgia June 17, 2024
აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგი – „სომხეთს დემოკრატიული საქართველო სჭირდება“



„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ნამდვილად აქვს გავლენა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უნარზე, გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ჯონათან კაცი.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ზოგადად, სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ზრდას. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ სომხეთის მხრიდან დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და რუსეთთან გაყრა ცხადად ჩანს, რომ ერევანი დაინტერესებულია დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებით. ასევე ვხედავთ შეერთებული შტატების შემხვედრ სურვილს, გააძლიეროს სომხეთთან კავშირები. მაგრამ, ზოგად კონტექსტში, არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებს, მეტწილად, გეოგრაფია ქმნის. გამოწვევებს ქმნის ის, რაც სომხეთის ირგვლივ, რეგიონში ხდება, მათ შორის საქართველოში დემოკრატიის ვარდნა. ამას ნამდვილად აქვს გავლენა დასავლეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უნარზე, გააძლიეროს ურთიერთობები სომხეთთან. სომხეთს ამისთვის ასევე სჭირდება დემოკრატიული საქართველო, რათა შეძლოს დასავლეთთან ურთიერთობების რეალური შესაძლებლობების განხორციელება“ – ამბობს კაცი.

სომხეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერა; უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება – ორმხრივი სარგებლისთვის; მართლმსაჯულების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა, – ეს საკითხები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა გასულ კვირაში, ერევანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი ერევანს აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია.

“ერევანში ჩვენი სტრატეგიული დიალოგისთვის ვარ. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ამას სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვაყენებთ და ეს ნიშნავს სომხეთთან მუშაობას მისი დემოკრატიის, უსაფრთხოების გასაძლიერებლად, როგორიცაა პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. ასევე მუშაობას ეკონომიკური დივერსიფიკაციისთვის, რადგან სომხეთს უნდა შეეძლოს გლობალურად ივაჭროს და არ იყოს რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც აქამდე“, – განაცხადა ერევანში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ჯეიმს ო’ბრაიენმა, რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურთან ინტერვიუში.

დღეიდან, 17 ივნისიდან, ერევანს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, მართვისა და რესურსების საკითხში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რიჩარდ ვერმა სტუმრობს. ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, დემოკრატიის შესახებ, აშშ-სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. „ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს განზრახვას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები სომეხ ხალხთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივნის მოადგილე ვერმა უხელმძღვანელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ოფიციალური პირების დელეგაციას, რომლებიც წარმოადგენენ კალიფორნიას, კანზასს, მიჩიგანს, მონტანას და პენსილვანიას. მას თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი საქალაქო და სახელმწიფო დიპლომატიის საკითხებში ნინა ჰაჩიგიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ახალ სუბნაციონალურ დიპლომატიის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში და სპეციალური წარმომადგენელი კომერციულ და ბიზნეს საკითხებში, სარა მორგენტაუ. დელეგაციის წარმომადგენლები, შეხვედრებს გამართავენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან.

Tags: აშშსომხეთის დემოკრატიული დიალოგი პოლიტიკა საქართველო სომხეთს სტრატეგიული სჭირდება

Continue Reading

Previous: როგორ იხსნა „პრინცმა“ დმიტრი ჭირაქაძემ რუსი გუბერნატორის შვილი ამერიკული მართლმსაჯულებისგან
Next: ნატოს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს

კავშირშია

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს
  • პოლიტიკა

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს? სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?
  • პოლიტიკა

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში – დამაჯერებელია ეს?

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით
  • პოლიტიკა

ვინ არის ბლეიზ მეტრეWელი – ბრიტანეთის დაზვერვის პირველი ქალი ხელმძღვანელი ქართული წარმომავლობით

საინტერესო

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს
  • პოლიტიკა

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ
  • ახალი ამბები

ტრამპი: ირანის ცას სრულად ვაკონტროლებთ. ხამენეის მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა
  • ახალი ამბები

პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ირანს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ
  • ახალი ამბები

ნიდერლანდის მთავრობა მშობლებს ურჩევს 15 წლამდე ასაკის ბავშვები „ტიკტოკს“ და „ინსტაგრამს“ მოარიდონ

ადამიანი არ არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი იყო მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.