გაეროს კულტურული და სამეცნიერო სააგენტო, UNESCO, 12 ივნისს აცხადებს, რომ აშშ აპირებს სააგენტოში დაბრუნდეს და გადაიხადოს უკანა რიცხვით დაგროვილი, 600 მილიონ დოლარზე დიდი ოდენობის დავალიანება – ათწლეულის განმავლობაში მომდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც მოჰყვა ორგანიზაციის მიერ პალესტინის შემოერთებას.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება განაპირობა შეშფოთებამ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს ჩინეთი ავსებს.
აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 2011 წელს პალესტინა დაიმატა წევრ სახელმწიფოდ.
2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ ორგანიზაცია დატოვა, და ამის მიზეზად დაასახელა ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოება და მართვაში არსებული პრობლემები.