Skip to content

Newsge.com

სიახლეები მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიდან

Bitcoin Exchange Binance.com
  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
  • Home
  • ახალი ამბები
  • აშშ-მა სამხრეთ კორეას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის
  • ახალი ამბები

აშშ-მა სამხრეთ კორეას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის

NewsGeorgia June 22, 2024
აშშ-მა სამხრეთ კორეას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩო ტჰე-იოლთან. საუბრისას აშშ-ის საგარეო პოლიკური უწყების ხელმძღვანელმა „დაგმო კსდრ-სა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის იარაღის მიმდინარე მიწოდება“. ბლინკენის თქმით, მოსკოვის ქმედებები არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ძლიერი ალიანსის სასიცოცხლო მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ჩო ტჰე-იოლს სამხრეთ კორეის მხრიდან უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააგრძელებენ მუშაობას ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების კომენტირებისას გაიხსენა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებობს სანქციები, რომლებიც დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. გუტერეშის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ურთიერთობა ჩრდილო კორეასთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციისა, უნდა გულისხმობდეს ამ სანქციების სრულ დაცვას.

Tags: აშშ აშშმა ახალი ამბები გადაუხადა კორეას მადლობა მხარდაჭერისთვის რუსეთი სამხრეთ სამხრეთი კორეა უკრაინა უკრაინის შეერთებული შტატები ​​ჩრდილოეთი კორეა

Continue Reading

Previous: WP: კიევს ნება დართეს აშშ-ის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე არაუმეტეს 100 კმ-ის სიღრმეზე
Next: ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოპულარულ რეპერ თომაჯ სალეჰის სასიკვდილო განაჩენი

კავშირშია

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“ „იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“
  • ახალი ამბები

„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

საინტერესო

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ახალი ამბები

ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი? კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?
  • პოლიტიკა

კანადა აპირებს უკრაინას გადასცეს რუსული „რუსლანი“ – რა არის ცნობილი?

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა
  • პოლიტიკა

რეაქციები სოციალურ ქსელში – როცა კობახიძემ ტრამპსა და ვენსს ღია წერილი მისწერა

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას
  • ახალი ამბები

ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

ადამიანი არ არის არჩევნები აშშ აშშის აცხადებს ახალი ახალი ამბები გამო და დააკავეს დონალდ ტრამპი ევროკავშირი ზელენსკი თქმით ისრაელი მთავარი მსოფლიო ომი ომი უკრაინაში პოლიტიკა პრეზიდენტი პუტინი რომ რუსეთი რუსეთის რუსეთმა რუსეთ უკრაინის ომი რუსეთში საზოგადოება სამხედრო სანქციები სასამართლო საქართველო საქართველოს ტრამპი უკრაინა უკრაინაში უკრაინის უნდა შემდეგ შესახებ წლის “ქართული ოცნება”

  • ახალი ამბები
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კულტურა
  • ეკონომიკა
  • უცხოური სიახლეები
  • ხელოვნური ინტელექტი
Copyright © All rights reserved. | DarkNews by AF themes.