
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური დასანქცირდნენ, რადგან “ისინი არიან ან იყვნენ, ხელმძღვანელები ან თანამდებობის პირები ერთეულის, მათ შორის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც მონაწილეობდა ან რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში”.
ასევე დასანქციურდნენ “ალტ-ინფოს” წევრები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, “რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან, ან უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში”.
“აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საუნქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა საქართველოს მთავრობის ორი წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთანდა საქართველოს ორ მოქალაქეზე რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულები აქციის ძალადობრივ ჩახშობაში”, – ვკითხულობთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განახლებადი