
28 სექტემბერს სააგენტომ „აგენტსტვომ“ სარაკეტო დარტყმის შემდეგ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის განადგურებული შტაბის შენობის ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტო გვიჩვენებს განადგურების მასშტაბებს. ეს აჩვენებს, რომ შენობაში სართულები განადგურებულია და შიგნით ქაოსი სუფევს.
თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ შენობა ცეცხლშია გახვეული. აქამდე სამხედრო ექსპერტებს საზღვაო შტაბის განადგურების მასშტაბის შესახებ დასკვნები სატელიტური სურათებით გამოჰქონდათ.
უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალიც, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი.
კრემლს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხზე გარდა იმისა, რომ პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია არ მოსულაო.